Pპროექტის სახელი: “ვაჟა-ფშაველა_ბუნების მგოსანი”
პროექტის მოკლე აღწერა: ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში გაცოცხლებული ბუნება
პროექტის სრული აღწერა: ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში მოსწავლეები მოიძიებენ ადამიანის ენაზე ამეტყველებულ ფლორასა და ფაუნას,სათანადო მაგალითებით. კლასი დაიყოფა ოთხ ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება, გაიხსენონ და წარმოადგინონ უკვე ნასწავლი ნაწარმოებებიდან ადგილები ბუნებასთან მიმართებაში. მაგ: “ხმელი წიფელი”,”ია” “მთის წყარო”, “კლდემ მხოლოდ ერთხელ თქვა”,”არწივი” “ფესვები” და სხვა. შეძლებისდაგვარად დაწერონ ესეები, პატარა ლექსები, მოთხრობები, გააკეთონ ინსცენირება.
მონაწილეთა ასაკი: 11-12-13 წლის მოსწავლეები.
ვადები: ორი კვირა
პროექტის შესაძლო აქტიობები კლასში:ჯგუფური მუშაობა,დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალაზე, ესეების დაწერა, ინსცენირების გათამაშება.
Mმოსალოდნელი შედეგები:კიდევ ერთხელ დაფიქრდეს მომავალი თაობა,თუ როგორ შეიძლება აღდგეს წითელ წიგნში შეტანილი მცენარეთა და ცხოველთა ჯიშები და რა წვლილი შეიძლება შეიტანონ მათ ამ საქმეში, გაუღრმავდეთ სიყვარული ბუნებისადმი.
სამუშაო ენა:ქართული
საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ გეგმასთან კავშირი: ბუნებასთან კავშირი,ქართველი და უცხოელი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებებში, ბოტანიკა, გეოგრაფია.
Mმონაწილეები სხვა სკოლებიდან;
Pპროექტის ფასილიტატორის სახელი:
Pპროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა;
Pპროექტის ფორუმი;
Pროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი